• Фото плиточника.
  • Маляр.

    ბრიგადის მალიარი ნათელა.

კაფელის დაწყობა.


კერძო ხელოსანი თბილისში.

kafelis gakvra Tbilishi.

მე ვარ კერძო ხელოსანი თბილისში ვაწყობ კაფელს აბაზანაში და სამზარეულოში ჰოლში, კერეამიკული ფილის დაგება ბინაში იატაკზე და კედელზე ხდება სპეციალური წებოს საშუალებით.

დაგება წებოს გამოყენებით აუცილებლად ხდება იდეალურ ზედაპირზე.

სამუშაო იწყება ზედაპირის დამუშავებით, იწმინდება კედლები და იატაკი, რის შემდეგაც ხდება დაგრუნტვა სპეციალური ხსნარით, გრუნტოვკა შრება დაახლოებით 3 – 4 საათი.

რის შემდეგაც ხდება სპეციალური მაიაკების დაყენება.

მაიაკი შეილება გაკეთდეს როგორც წებო ცემენტის ხსნარიდან ასევე სპეციალური ალუმინის დაყენებაც შეილება, მაგალითად აბაზანის მოკლე კედელზე დაახლოებით 2- 3 მერტიან კედელზე საკმარისია 3 მაიაკის დაყენება,ხოლო 3 მეტრს ზემოთ საჭიროა 4 მაიაკის დაყენება.

ასევე იატაკზე მაიაკშორის დაცილება შეიელბა იყოს 1-5, 2 მეტრამდე.

მათ სისწორეს ვამოცმებთ თარაზოს საშუალებით, მაიაკების გაშრობის შემდეგ მათ შორის მანძილს ვავსებთ ბათქაშით და სწორი რეიკის საშუალებით ვაცლით ზედმეტს.

კაფელის დაწყობა აბაზანაში!

ვიწყებთ აბაზანაში შესასვლელის მოპირისპირე კედლის მეორე რიგიდან, კედელზე კაფელის დაგების შემდეგ ვაგებთ იატაკს და ბოლოს ვაყენებთ ბოლო რიგს.

სამუშაოს ვამთავრებთ ფილებს შორის შოვების შევსებით.

აბაზანაში კაფელის დაწყობა კედლების და იატაკის სამუშოები გრძელდება 7-10 დღემდე.

კაფელის დაწყობა სამზარეულოში!

ძალაინ ხშირად სამზარეულოს იატაკის მოპირკეთებისთვის იყენებენ მეტლახს, ისევე როგორც აბზანაში სამუშაო იწყება იატაკის მომზადებით, რაც გულისხმობს: იატაკის გაწმენდას, დაგრუნტვას,მაიაკების დაყენებას და იატაკის მოჭიმვას ქვიშა ცემენტის ხსნარით.

შემდეგ ვაკეთებთ იატაკზე ფილების განლაგების ნახაზს, საერთოდ მიღებულია სამუშაო დავიწყოთ მთელი ფილით ხოლო ნაჭრენი განლაგდეს სამზარეულოს კუტხეებში სადაც იდგება თვითონ სამზარეულო და მაგიდები. მე საერთოდ დაწყობას ვიწყებ შესასვლელის პირველი ფილიდან, სისწორეს ვამოწმებ გრძელი თარაზოს და ალუმინის რეიკი საშუალებით, ისევე როგორც აბაზანაში სამუშაოს ვასრულებ შოვების გამაზვით დეკორატიული ცემენტით.

რა ღირს კაფელის დაწყობა თბილისში!

დაგების ადგილი

1კვ.მ. ფასი ლარში

მეტლახის დაგება იატაკზე

10 – 15 ლარამდე

კაფელის დაწყობა აბაზანის კედელზე

15 - 20 ლარიდან

კაფელის დაგება სამზარეულოს იატაკზე

12 ლარიდან

მეტლახის დაწყობა აბაზანის იატაკზე

13 ლარი

მტლახის დაგება დიდ ფართობზე

8- 12 ლარიდან

კედლების გალესვა კაფელისთვის

5 -7 ლარი

იატაკის მოჭიმვა მეტლახისთვის

3- 5 ლარამდე

ფასი დამოკიდებულია სამუშაოს რაოდენობაზე დასაგებ ფართობის მოცულობაზე და მოსაპირკეთებელი ფილების ზომაზე.

დაათვარიელეთ ჩემი საიტის გვერდები და დამირეკეთ!

ჩვენი ბრიგადა ასრულებს სამუშაოებს როგორიცაა: ბინის კოსმეტიკური რემონტი, სამღებრო და სანტეხნიკური სამუშაოები.